saqarTvelos vulkanebi - samsaris vulkani
ტერიტორიული ერთეული | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სამსრის ქედი |
კოორდინატები | 41°32`08` ჩ. გ. 43°40`15` ა. გ. |
სიმაღლე | 3285 მ |
მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სამსრის ქედზე. სიმაღლე 3285 მ. წარმოადგენს ვულკანურ კონუსს. კონუსის შიგნით 3 კმ დიამეტრის კალდერაა, რომლის ფსკერი მოფენილია ძველმყინვარული მორენული მასალითა და ყინვისმიერი გამოფიტვის ლოდებით, რომელთა შორის გაბნეულია პატარ-პატარა ტბები. სამსარის კალთაზე გვხვდება მყინვარული კარები. მთა აგებულია ძველმეოთხეული გიალოდაციტებით, მოკლებულია მთლიან მცენარეულ საფარს.